“აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

“აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამას 1 176 გამარჯვებული ჰყავს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი პროგრამის გამარჯვებულთა შორის, ქალ მეწარმეთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. ამასთან, გამარჯვებულთა 26.45% ახალგაზრდა მეწარმეა. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების შედეგად, 3 000 ადამიანი დასაქმდება.

„პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%“, – წერია „აწარმო საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს – კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%. პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობა ფინანსდება.

2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…